ხმელთაშუა ზღვაში მალტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 216 მიგრანტი გადაარჩინეს
ხმელთაშუა ზღვაში მალტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 216 მიგრანტი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში მალტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 216 მიგრანტი გადაარჩინეს. მათგან რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული ქალი იყო.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ორი ცალკეული ოპერაცია მალტის სანაპიროსთან ახლოს ჩატარდა.

გადარჩენილი პირები მალტის სანაპიროზე გადაიყვანეს და სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. ამჟამად მათი აღრიცხვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მიგრანტები თავშესაფრის მიღების მიზნით, შესაბამისი განაცხადის შევსებას მოახერხებენ.

როგორც ცნობილია, აფრიკული სახელმწიფოებიდან წასული მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას კუსტარულად დამზადებული ნავებით ცდილობდნენ, რომელთაგან ერთი დაზიანებული იყო და მალე ჩაიძირებოდა.

ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბოლო ორი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვა 12-მა ნავმა გადაკვეთა.