ხმაური და დაპირისპირება ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სადაც უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სადაც მუნიციპალური ინსპექცია უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებს, ხმაური და დაპირისპირებაა.

როგორც გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, დემონტაჟის მიზეზი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობებია.

მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივებმა, რომლებიც ამბობენ, რომ საკუთრების დაკანონების თაობაზე მიმართეს მერიას, თუმცა ინსპექციამ საკითხის განხილვის დასრულებამდე დაიწყო დემონტაჟის პროცესი.

დაპირისპირების დროს პოლიციამ რვა პირი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, რვა პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

დატოვე კომენტარი