ხიზანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ შენობაში თვითნებურად შესული შვიდი ოჯახი გამოასახლეს

02:06, 04.12.2019

თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახი გამოასახლეს. მათსა და სამართალდამცველებს შორის ცოტა ხის წინ დაპირისპირება მოხდა.

ოჯახები, რომლებიც გამოასახლეს, აცხადებენ, რომ შენობაში ხუთი თვეა, თვითნებურად არიან შესახლებული. მათი ინფორმაციით, შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. ამასთან, მათივე თქმით, ისინი შპს „ნინოს“ მოთხოვნით გამოასახლეს, რომლის კუთვნილებაც არის აღნიშნული შენობა.

გამოსახლებული პირები ამ დროისთვის შენობასთან რჩებიან.

მსგავსი