საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ბელარუსი თანატოლების ნაკრები დაამარცხა – ეს ისრაელის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე მოხდა.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ისრაელის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი შეხვედრა პოლონეთთან მინიმალური ანგარიშით წააგო – 0:1, მეორე მასპინძელ ისრაელთან – 2:5 წააგო.
ბოლო შეხვედრაში ხიზანიშვილის გუნდმა ბელარუსის 16-წლამდე ნაკრები 2:0 დაამარცხა. ანგარიში 55-ე წუთზე პენალტით ჰოლანდიური „ტვენტეს” შემტევმა ნახევარმცველმა ირაკლი ეგოიანმა გახსნა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
16-წლამდელებმა მეორე გოლის გატანა მალევე მოახერხეს, 58-ე წუთზე მეტოქის კარი თბილისის „დინამოს” აკადემიის ფეხბურთელმა ლუკა ლაცაბიძემ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0 საქართველოს სასარგებლოდ.
საქართველო – ბელარუსი 2:0
გოლები: 1:0 ეგოიანი (პენ) (55), 2:0 ლაცაბიძე (58)
საქართველო: მაქაცარია, მოლაშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, დვალიშვილი, ჯანაშია, ხიმშიაშვილი, ცხოვრებაშვილი, ეგოიანი, დავრაშელიძე, მესხი
სათადარიგოები: ჯოჯუა, შიოლაშვილი, გეგიაძე, ჯაჭვლიანი, ხაბულიანი, თოდუა, მორჩილაძე, ბაგრატიონი
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი
გაფრთხილება: ლაცაბიძე (61), მორჩილაძე (82)