ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება - ინდოეთში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ [ვიდეო]
ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება - ინდოეთში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ [ვიდეო]

ნიუ დელიში მიმდინარე პროფესიული ჭიდაობის ლიგაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისი მეოთხე შეხვედრა მოიგო. „ჰარიანა ჰამერსის“ შემადგენლობაში მოასპარეზე ქართველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „დანგალის“ წარმომადგენელ ნეთენ რათს დაუპირისპირდა. პირველი ქულა ლადომ მეტოქის პასიურობის გამო დაიმსახურა, თუმცა პირველი პერიოდის ბოლოს ორი ქულა გაუშვა და შესვენებაზე ერთქულიანი ჩამორჩენით 1-2 გავიდა. როგორც ხშირად ხდება ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვა, მეტოქეს ხუთი უპასუხო ქულა აუღო და საბოლოოდ 6-2 გაიმარჯვა.

რაც შეეხება მთლიანად შეხვედრას, იგი ხინჩეგაშვილის „ჰარიანა ჰამერსის“ გამარჯვებთ – 4-3 დასრულდა, რის შემდეგაც ჰამერსს 8 ქულა (ოთხი მოგება და ერთი წაგება) დაუგროვდა. მოგებებისა და ქულების რაოდენობა ამდენივე აქვთ გენო პეტრიაშვილის – „პანჯაბ როიალს“ და „დანგალსაც“.

საბოლოოდ, ნახევრაფინალური წყვილები ასე გადანაწილდა, ხვალ, 24 იანვარს, გენო პეტრიაშვილის „პანჯაბ როიალსი“ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძის „ვეერ მარათასს“ დაუპირისპირდება. 25 იანვარს კი მეორე ნახევარფინალურ წყვილში დღევანდელი შეხვედრა განმეორდება, ანუ ლადო და მისი „ჰარიანა ჰამერსი“ ისევ „დანგალს“ შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, პლეიოფიდან წესებში ცვლილებები შევა. გუნდებს შორის გამარჯვებული, შვიდის ნაცვლად უკვე ცხრა ორთაბრძოლის შედეგად გაირკვევა.

დატოვე კომენტარი