ხილიანის აღმართზე საგზაო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება
ხილიანის აღმართზე საგზაო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება

ხილიანის აღმართზე საგზაო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე – რატომ გაჭიანურდა სამუშაოების დასრულება ამ მონაკვეთზე, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სამუშაოები არ გაჭიანურებულია. მისივე თქმით, კონკრეტული მონაკვეთის ფუნდამენტური ცვლილება ხდება, რაც დროს მოითხოვს.

„მიმდინარეობს ფუნდამენტური სამუშაოები. მარტო გზის მოწყობის სამუშაოები არ არის, ფუნდამენტურად ხდება ცვლილება, როგორც საკანალიზაციო, წყლის მილების, ასევე ეწყობა სანიაღვრე, საპარკინგე ადგილები. საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო ამ ქუჩაზე. სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტული მონაკვეთი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი, სადაც ერთ ნაწილზე ჩაიკეტა მოძრაობა, რათა სწრაფად გაკეთებულიყო. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ვფიქრობ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული ეს პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.