ხერსონზე მორიგი მასირებული იერიში განხორციელდა
ხერსონზე მორიგი მასირებული იერიში განხორციელდა

მორიგი მასირებული იერიში განხორციელდა ხერსონზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

გავრცელებული ცნობით, სამიზნეს საცხოვრებელი ზონები წარმოადგენდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი რიცხვი უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იერიში სამ ეტაპად განხორციელდა. ისინი მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.