ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა
ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა

ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა და მათ სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს.

გამოძიების ცნობით, რუსმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქ ხერსონისა და ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ხერსონში რამდენიმე მრავალსართულიან სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხერსონის პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქის მიმართულებით ცეცხლი, სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან გახსნეს.