ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრის 03:00 საათიდან ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ლუბინეცის განმარტებით, ჰუმანიტარული მისია უკრაინისა და რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრების თანამშრომლობით, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით ხორციელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სიჩუმის რეჟიმის“ შემოღება დაადასტურა.
ცნობისთვის, თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ მელანია ტრამპის ძალისხმევით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია.