ხელვაჩაურში, სოფელ ზედა სამებაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ხელვაჩაურში, სოფელ ზედა სამებაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა სამებაში მცხოვრები ქეთი ბერიძის მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ოჯახი ირწმუნება, რომ ორ წელზე მეტია ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. საკარმიდამო ნაკვეთი დამეწყრილია, სახლი კი დაზიანებული.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გეოლოგიური დასკვნა და საქმის კურსშია მუნიციპალიტეტი, ოჯახი დღემდე ელოდება შესაბამის რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან, დახეთქილი საკარმიდამო, ეზო და შუაზე გახეთქილი სახლი, ასეთია ჩვენი რეალობა. ასევე საფრთხე ექმნებათ იქვე მცხოვრებ სხვა ოჯახებსაც“, – აცხადებს ქეთი ბერიძე.

დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია უკიდურესად გამწვავდეს.