ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში მეხანძრეები ჩაერთნენ [ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი ბიჭის სამძებრო სამუშაოებში მეხანძრეები ჩაერთნენ.

ძებნა წყლის ჭავლით მიმდინარეობს ფერდობის იმ ნაწილზე, საიდანაც მიწის მასა თითქმის გაიტანეს.

მაშველები ამბობენ, რომ ფერდობის ჩამორეცხვა ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოებისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

ტრაგედიის ადგილზე მუშაობს ასზე მეტი მაშველი და მძიმე ტექნიკა. 36-საათიანი უწყვეტი სამძებრო პროცესის შემდეგ მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ოთხი პირი გუშინ იპოვნეს.