ხელვაჩაურში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სამი პირი დააკავა
ხელვაჩაურში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სამი პირი დააკავა

ხელვაჩაურში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სამი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

საპროტესტო აქცია დღეს ხელვაჩაურში გუშინ დაკავებული 54 წლის რევაზ შარაბიძის ახლობლებმა გამართეს და მისი დაკავება გააპროტესტეს. დაკავება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით განხორციელდა, ახლობლები კი ამტკიცებენ, რომ შარაბიძეს იარაღი ჩაუდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რევაზ შარაბიძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად დააპატიმრეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი