ხელვაჩაურში მშენებარე სახლი ჩამოიშალა

13:11, 23.07.2018

აჭარაში, ხელვაჩაურში მშენებარე სახლი ჩამოშალა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზე მომუშავე ოთხი მუშა დაშავდა. ოთხივე მათგანი უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი