ხელვაჩაურში, მდინარეში ავტომანქანის მძღოლს ეძებენ

03:38, 02.10.2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სატეხიის დასახლებაში ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომობილი წაიღო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

მაშველებმა ავტომობილი წყლიდან უკვე ამოიყვანეს, თუმცა მასში არავინ აღმოჩნდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი