ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას თხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 800-მდე ბავშვს მოუწესრიგებელი გზის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაადგილება უჭირს, განსაკუთრებით საღამოს, რადგან არ არის ქუჩის განათება, ტერიტორიაზე ავტომანქანებსაც კი უჭირს გადაადგილება. დასახლებას მათი თქმით არ მიეწოდება წყალი, შეფერხებებია ელექტროენერგიის კუთხითაც.

„ჩვენ პატრონი არ გვყავს. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. მოვითხოვთ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება და ინფრასტრუქტურა მოგვიწესრიგოს. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც ვერ მოდის”, -ამბობს დასახლებაში მცხოვრები მარინა ბერიძე.

ხელვაჩაურში ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე 2500-მდე ოჯახი თვითნებურად ექვსი წლის წინ დასახლდა. დასახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ მიიღო.