ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ
ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ.

თვითნებურად შესახლებულები ტერიტორიაზე დამატებითი მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ. კერძოდ, აქციის მონაწილეები ელექტროქსელების მოწესრიგებას ორ დასახლებაში, ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ტერიტორიებზე ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2500-მდე ოჯახს ხუთი საერთო მრიცხველი ემსახურება, რის გამოც ხშირია ავარიული გამორთვები.

„გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება დასახლებაში, თვეში 20 ათას ლარამდე საფასურს ვიხდით, დაგვიმონტაჟონ მრიცხველების  ის რაოდენობა და მკვებავი წერტილები, რაც ელექტროენერგიის ნორმალური გამოყენების საშუალებას მოგვცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხმრავალი აქციით მთავრობის სახლთან გადავინაცვლებთ“, – ამბობს აქციის მონაწილე მარინა ბერიძე.