ხელვაჩაურში დედის მიერ ცხრა წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ხელვაჩაურში დედის მიერ ცხრა წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში დედის მიერ ცხრა წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. მოზარდი ამ დროისთვის ოჯახიდან განრიდებულია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლის, ცისანა ჩიკვაიძის ინფორმაციით, სოციალურმა მუშაკმა ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობის ნიშნები დააფიქსირა.

„ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმსრთა არასრულწლოვანის მიმართ განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით. განხორციელდა საპროცესო წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის მიერ. დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობა ბავშვზე. მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა. იგი უსაფრთხო ადგილზეა. ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა, შემთხვევის მართვა. შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი.

ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა“,- განაცხადა ცისანა ჩიკვაიძემ.