ხელვაჩაურის სოფელ განთიადის მოსახლეობა სასაფლაოს ტერიტორიის გაზრდას აპროტესტებს
ხელვაჩაურის სოფელ განთიადის მოსახლეობა სასაფლაოს ტერიტორიის გაზრდას აპროტესტებს

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის მოსახლეობა აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილობრივი მერია სასაფლაოს გაფართოებას გეგმავს, რასაც ისინი არ დაუშვებენ. მათი თქმით, დღესასწაულის ან დაკრძალვის დროს გზა საათობით იკეტება, სოფლამდე კი სხვა მისასვლელი გზა არ აქვთ.

„ვაპროტესტებთ სასაფლაოს უსასრულოდ გაზრდას. როგორც გვითხრეს, უნდა გაფართოვდეს, რითაც დასახლებას უახლოვდება, ისედაც ძალიან ახლოს არის. მივმართეთ სასამართლოსაც, ხელვაჩაურის მერიას თავის შეკავება დაავალეს. დღესასწაულისა და დაკრძალვის დღეებში ქუჩებია გადაკეტილი, სასწრაფო ან სახანძრო რომ დაგვჭირდეს, ვერ ამოვა. სასაფლაოს გაზრდა კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას“, – განაცხადა აქციის მონაწილემ დავით მახარაძემ.

როგორც ხელვაჩაურის მერიაში განაცხადეს, სასაფლაოს გაფართოება ნორმატიული აქტების დაცვით მოხდება. მერის ინფორმაციით, გაფართოების მოთხოვნით მერიაში 345 ადამიანის განცხადებაა შესული.