ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც ერთადერთი საკითხი, ხელვაჩაურის მერიისთვის მაღალი გამავლობის სამი მანქანის შესაძენად 175 ათასი ლარის გამოყოფა განიხილებოდა.

ახალი ავტომანქანების შეძენა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს და სხდომა ხმაურით დატოვეს. საკრებულოს წევრის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, სამი ავტომანქანა მერის, მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის არის გათვალისწინებული. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალურ ფონზე კომფორტისთვის ახალი ავტომანქანების შეძენა გაუმართლებელია.

ბრალდებას უარყოფს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე. ამბობს, რომ ავტომანქანები არა თანამდებობის პირებისთვის, არამედ აიპები-სთვის არის გათვალისწინებული, თუმცა საჭიროების შემთხხვევაში თავადაც გამოიყენებენ.

ხმაურის მიუხედავად, საკრებულომ საკითხი დაამტკიცა.