ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხუთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხუთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის შემდეგ, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოც, სადაც კორონავირუსი ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ინფიცირებულთა შორის არ არიან მოსამართლეები.

„ხუთი თანამშრომელი დაინფიცირდა, მათ შორის მოსამართლეები არ არიან. ყველა ზომები მიღებულია და სასამართლო დისტაციურ რეჟიმში მუშაობს. თანამშრომელთა ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა კანცელარიის თანამშრომელებსა და სხდომის მდივნებს“, – აცხადებენ სასამართლოს ადმინისტრაციაში.