ხელვაჩაურის მერის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა ბრალდებით მოხდა მერიის თანამშრომლების დაკავება
ხელვაჩაურის მერის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა ბრალდებით მოხდა მერიის თანამშრომლების დაკავება

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის მერიის ორი თანამშრომლის დაკავების შესახებ საქმის დეტალებს არ იცნობს. როგორც ჯუმბერ ვარდმანიძემ განმარტა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებით არიან მერიის თანამშრომლები დაკავებული.

„ოფიციალური ცნობა არ მოსულა. პრესაში ვნახეთ, რომ ორი თანამშრომლის დაკავება მოხდა. სამსახურში არ დადიან. მერიაში შესაბამისი სამსახური თვალყურს ადვნებს, თუ ვინ მოდის სამსახურში. მე 149 თანამშრომელს თავზე ვერ დავადგები. რატომ დააკვეს, ამას შესაბამის ორგანო იტყვის. მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოდან და დოკუმენტაცია წაიღეს, რომელიც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით იყო. როცა ეხება სამართალდამცავებს, ადამიანის ბედს და კანონს, ამ შემთხვევაში თვითონ გაგცემენ პასუხს ყველაფერზე, მე პროკურორი არ ვარ, რომ ვიცოდე რა მუხლია“, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა.