ხელვაჩაურის მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17:57, 17.09.2020

ხელვაჩაურის მერიის ორ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირდა მერის მოადგილე და საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი.

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ საქართველოს პირველ არხთან შემთხვევა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მერია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„დიახ, დაუდასტურდა ორ თანამშრომელს, მაგრამ მე ინფიცირებული არ ვარ. ტესტი უკვე ჩავიტარე. ტესტები ასევე ჩაიტარეს თანამშრომლებმაც. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. სხვა დეტალები არ ვიცი“ – განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მერის განცხადებით, ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი