ხელოვნების სასახლეში თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა [ფოტოები]
ხელოვნების სასახლეში თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა [ფოტოები]

ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის დაბადებიდან 85 წლის და სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სასახლის უკვდავთა ბაღში კი მსახიობის ხელის ანაბეჭდი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე გაიმართა პრეზენტაცია დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნისა – „სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“, რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.

ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.