ხელოვნების სასახლეში ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილე აღინიშნება
ხელოვნების სასახლეში ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილე აღინიშნება

ხელოვნების სასახლეში ქართული კინოს ლეგენდის, ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება. მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ბარელიეფები გაიხსნება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია ახალი, ილუსტრირებული კატალოგისა- „ნატო ვაჩნაძე“.

აღსანიშნავია, რომ მაღალი პოლიგრაფიული წიგნი ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საზოგადოებას დიდი მსახიობის მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ, აქამდე უცნობ ფაქტებზე უყვება.

ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ტანდემმა ქართულ კინოში წარუშლელი კვალი დატოვა. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი ფილმები, როგორებიცაა: „გიული“, „ნათელა“, „ნარინჯის ველი“, „სამშობლო“ და მრავალი სხვა. ნიკოლოზ შენგელაიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ნატო ვაჩნაძემ გენიალურად აითვისა პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა, რის გამოც მან მეუღლეს „ჩემი ცხოვრების რეჟისორი“ უწოდა.