ხელოვნების სასახლემ თეატრის მხატვრობის მორიგი ტომი გამოსცა

21:00, 23.11.2018

ხელოვნების სასახლემ თეატრის მხატვრობის მე-6 ტომი გამოსცა. ამჯერად ის ნიკოლოზ ყაზბეგს ეძღვნება. ქართული თეატრალური მხატვრობის მრავალტომეული დღემდე არ არსებობდა.

უკვე გამოიცა ივანე სუმბათაშვილის, ივანე ასკურავას, კარლო კუკულაძის, პეტრე ოცხელის, კოკა იგნატოვის და ნიკოლოზ ყაზბეგის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ალბომები.

სულ დაგეგმილია 30 ტომის გამოცემა.

მსგავსი