ხელოვნების სასახლე გამოფენას - მომავლის ფერები უმასპინძლებს
ხელოვნების სასახლე გამოფენას - მომავლის ფერები უმასპინძლებს

8 სექტემბერს ხელოვნების სასახლე გამოფენას – მომავლის ფერები უმასპინძლებს. კერძო კოლექციაში დაცული დები ფლორენსკების მიერ შექმნილი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე პირველად იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიციის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს მხოლოდ ორი კვირით მიეცემა.

ექსპოზიციის ფარგლებში ქართველი დამთვალიერებელი ასევე პირველად ნახავს ფლორენსკების შთამომავლის ოლღა კონიაშვილის ნამუშევრებსაც. ექსპოზიცია, რომელიც ორ დარბაზში განთავსდა, 90- ნამუშევარს აერთიანებს. პოლონეთის აჯანყების მონაწილისა და შემდგომ კოსტრომაში გადასახლებული ფლორენსკის შთამომავალმა ცოლად გრაფ ორლოვის ქალიშვილი შეირთო. გადმოცემის თანახმად, წყვილი მალე თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა. აქედან იწყება ფლორენსკების პოლონური წარმომავლობის გვარის ისტორია საქართველოში.