ხელოვნების მუზეუმი მხატვარ გიგო გაბაშვილის გამოფენას უმასპინძლებს
ხელოვნების მუზეუმი მხატვარ გიგო გაბაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

14 დეკემბერს, თბილისში, ხელოვნების მუზეუმში გიგო გაბაშვილის გამოფენა გაიხსნება. ღონისძიება მხატვრის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მისი ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები და ხელნაწერები.

ასევე, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ქნება მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქცია მისი ავეჯითა და პირადი ნივთებით. ამასთან, ექსპონატთა ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.