ხელით გატანილი გოლით, „სიტიმ” ახალ სეზონში პირველი ქულები დაკარგა

19:01, 25.08.2018

ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ტური დაიწყო, რომელიც ჩემპიონმა “მანჩესტერ სიტიმ” გახსნა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი სტუმრად ხვდებოდა “ვულვერჰემპტონს” და პირველად ვერ მოიგო ახალ სეზონში.

მასპინძლებმა 57-ე წუთზე გახსნეს ანგარიში – ვილი ბოლიმ “სიტის” მეკარის საჯარიმოში ყველას დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა, ოღონდ ეს ხელით გააკეთა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა ვერ შეამჩნია.

ჩემპიონი წაგებას ცენტრალურმა მცველმა ემერიკ ლაპორტმა გადაარჩინა, რომელმაც 69-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

“მანჩესტერ სიტის” შემადგენლობა:
ედერსონი, კომპანი, უოკერი, ლაპორტი, მენდი, დავიდ სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (სანე, 77), აგუერო, სტერლინგი (მაჰრეზი, 85), ბერნარდო სილვა (გაბრიელ ჟესუსი, 62).
სამი ტურის შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” 7 ქულა აქვს.

მსგავსი