ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემაზე მორიგ შეხვედრას მართავენ
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემაზე მორიგ შეხვედრას მართავენ

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.