ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, პოლონეთში მასწავლებელთა გაფიცვა გრძელდება
ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, პოლონეთში მასწავლებელთა გაფიცვა გრძელდება

პოლონეთში ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, მასწავლებლების გაფიცვა გრძელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მასწავლებლები სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში მივიდნენ, თუმცა სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ.

პოლონეთში მასწავლებლების გაფიცვა გუშინ დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წევრები. პედაგოგები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. პოლონეთში მასწავლებლის ხელფასი 929 ევროა, რაც პოლონეთის მოქალაქეების საშუალო ხელფასზე დაბალია.

მედიის ინფორმაციით, პოლონეთისთვის ამ მასშტაბის გაფიცვა უპრეცედენტოა. თუ გაფიცვა გაგრძელდება, შესაძლოა სკოლებში გამოცდები ჩაიშალოს.