ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ლონდონში მეტროს თანამშრომლები გაიფიცნენ
ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ლონდონში მეტროს თანამშრომლები გაიფიცნენ

ლონდონში მეტროს თანამშრომლები გაიფიცნენ. „ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, მეტროს ათასობით თანამშრომელი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

„ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, გაფიცვამ შეიძლება გამოიწვიოს მეტროს გათიშვა, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს.

კომპანია Transport for London-ში აცხადებენ, რომ გაფიცვის გამო მოსალოდნელია, მატარებლებმა იშვიათად ან საერთოდ არ იმოძრაონ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მათ უკვე შესთავაზეს თანამშრომლებს ხელფასის 3.4%-ით გაზრდა, თუმცა პროფკავშირი კვირაში სამუშაო საათების 35-დან 32-მდე შემცირებას ითხოვს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

ამასთან, პროფკავშირების ცნობით, 2018 წლის შემდეგ მეტროს თანამშრომლების რაოდენობა 2000-ით შემცირდა.