ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს

გერმანიის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ გაფიცვაში მონაწილეობენ აეროპორტების, პორტების, რკინიგზის, ავტობუსებისა და მეტროების თანამშრომლები. გაფიცვა ორი უდიდესი პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. მზარდი საცხოვრებელი ხარჯების გამო პროფკავშირები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

„ვერდი“ წარმოადგენს დაახლოებით 2.5 მილიონ თანამშრომელს საჯარო სექტორში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აეროპორტებში. „რკინიგზისა და ტრანსპორტის გაერთიანება“ წარმოადგენს დაახლოებით 230 000 თანამშრომელს „დოიჩე ბანში“, „გერმანიის რკინიგზის ეროვნულ ოპერატორში“ და ავტობუსების სხვა კომპანიებში.

„ვერდის“ ხელმძღვანელმა, ფრენკ ვერნეკემ ხელფასების ზრდა აღწერა, როგორც ათასობით თანამშრომლის გადარჩენის საკითხი.

„ვერდის“ სურს, უზრუნველყოს თანამშრომელთა ხელფასების 10.5-პროცენტიანი ზრდა, „რკინიგზისა და ტრანსპორტის გაერთიანებას“ კი – 12 პროცენტით გაზრდა.

გერმანიის აეროპორტების ასოციაციამ განაცხადა, რომ გაფიცვის შედეგად დაახლოებით 380 000 მგზავრი დაზარალდება.