ხელბურთში თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა ხვალ გაირკვევა
ხელბურთში თბილისის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მოულოდნელად საქართველოს ახალგაზრდულ გუნდთან 24-26 დამარცხდა, იტალიის გუნდმა კი ფინეთის ნაკრებს ანგარიშით 35-28 მოუგო.
მეორე დღის შეხვედრების შემდეგ, შეჯიბრის მონაწილე ოთხივე გუნდს 2-2 ქულა აქვს.
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ყველაფერი ხვალ გადაწყდება. 15:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იტალიას, ხოლო 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული გუნდი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.