გერმანიისა და სამხრეთ კორეის გუნდების შეხვედრით, ხვალ სტარტს ხელბურთში, მსოფლიოს რიგით 26-ე ჩემპიონატი აიღებს. ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს გერმანია და დანია ერთობლივად უმასპინძლებენ. გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს მეშვიდედ მიიღებს, დანია მეორედ. ასპარეზობაში 24 საუკეთესო ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ექვსგუნდიან ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილი. შემდეგ რაუნდში, ძირითად ჯგუფურ ეტაპზე, 12 უძლიერესი ნაკრები ნაკრები გამოვა. აქაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდება. ჯგუფების 2-2 საუკეთესო ნაკრები კი ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს. ფინალური შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება.
წინა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრებია. ოლიმპიური ჩემპიონის რანგში დანიის ნაკრები ითამაშებს.