ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი შეხვედრები გაიმართა ჩემპიონთა ლიგაში.
გუშინ ჩატარებულ შეხვედრებში ბევრისთვის მოულოდნელი გახლდათ ზაპოროჟიეს მოტორის გამარჯვება გერმანულ ფლენსბურგთან. მე-11 ტურის მატჩში უკრაინელები პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე მდევრის როლში იყვნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ისინი 4 ქულით – 11:15 აგებდნენ.
თამაშში გარდატეხის შეტანა და ბუნდესლიგის ლიდერის დამარცხება მოტორმა ბოლო 5 წუთში შეძლო. მასპინძლებს ბელორუსმა ბორის პუხოვსკიმ ულიდერა, რომელმაც 9 ბურთის გატანა შეძლო და კლუბის მაისურით ჩემპიონთ ლიგაში 250 გოლი გაიტანა. 6 გოლი გაიტანა ლიტველმა აიდენას მალაშინსკასმა.
ზაგრებმა 32:29 დაამარცხა დანიური სკიერნი. სლოვენიურმა ცელიემ დიდ ბრძოლაში, 28:29 წააგო ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან, უნგრეთის საუკეთესო კლუბ სეგედთან.