ხელბურთი | ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ხელბურთი | ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მათ შორის რამდენიმე დებიუტანტია. ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

1. გიგი რუხაძე, 3. გიორგი ლაპიაშვილი, 5. ვახტანგ ხელისუფალი, 7. ხაზეინ რუსტამოვი, 8. ვახტანგ ხარებაშვილი, 9. გიორგი არეშიძე, 10. ირაკლი კბილაშვილი, 11. გიორგი ცხოვრებაძე, 12. ზურაბ ცინცაძე (კაპიტანი), 18. ერეკლე არსენაშვილი, 24. ზურაბ გოგავა, 27. ნიკოლოზ კალანდაძე, 28. დავით გრიშიკაშვილი, 34. მირიან გავაშელიშვილი, 71. გიორგი დიხამინჯია, 87. დავით ნიქაბაძე.

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

მწვრთნელი: შოთა თევზაძე

ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს შვედეთის ქალაქ მალმეში ჩაატარებენ, მანამდე კი გუნდი დასკვნით შეკრებას სლოვენიაში გაივლის, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ქუვეითისა და ალჟირის ნაკრებებთან.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

17 იანვარი, 21:00 | ხორვატია – საქართველო

19 იანვარი, 23:30 | საქართველო – შვედეთი

21 იანვარი, 21:00 | ნიდერლანდები – საქართველო