ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა საუდის არაბეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა საუდის არაბეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში ქართველმა ხელბურთელებმა თბილისში მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს საუდის არაბეთის ნაკრებთან და ფრედ, 28:28 ითამაშეს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ, პირველი მატჩისგან განსხვავებით (სადაც თავის გამოჩენის შანსი B ნაკრების მოთამაშეებს მისცა), ამჯერად ძირითადი შემადგენლობა ათამაშა, თუმცა გუნდში რამდენიმე დანაკლისი მაინც იყო – არ უთამაშიათ გიორგი ცხოვრებაძესა და ერეკლე არსენაშვილს (რომლებსაც ცოტა ხნის წინ ვირუსი ჰქონდათ).

ორივე გუნდიდან საუკეთესო გიორგი დიხამინჯია გახლდაათ, რომელმაც 15 ბურთი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები: ცინცაძე, დიხამინჯია (15), ლაპიაშვილი (3), არეშიძე (3), გავაშელიშვილი (3), კბილაშილი (1), მამულაშვილი (1), გოგავა (1), გრიშიკაშვილი (1), ხელისუფალი, რუსტამოვი, ხარებაშვილი, ზარნაძე, ბიბლაია, იმნაძე, კალანდაძე, მელიავა, რუხაძე.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ორ მახანგურ მატჩს გამართავს ქუვეითთან და ალჟირთან.

ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასა და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

17 იანვარი | საქართველო – ხორვატია

19 იანვარი | საქართველო – შვედეთი

21 იანვარი | საქართველო – ნიდერლანდები.