ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ნორვეგიასთან დამარცხდა #1TVSPORT

22:40, 05.11.2026

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი ნორვეგიათნ სტუმრად გამართა და 23:40 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თავიდანვე დანიწუარდნენ. საქართველოს ნაკრები კი მდევრის როლში იყო, კარგად თამაშობდა ნორვეგილეთა მეკარე, რომელსაც პირველ ნახევარში 8 მოგერიება (მატჩში 12) ჰქონდა, საბოლოოდ მასპინძლებმა ტაიმი 20:12 მოიგეს.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, ნორვეგიელები კვლავ დიმინირებდნენ და საბოლოოდ, მატჩიც მათი გამარჯვებით დასრულდა.

საქართეველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, ნორვეგიელთაგან კი – მეკარე ტობიან ბერგერუდი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დავით ნიქაბაძე (მეკარე, 6 მოგერიება), ზურაბ ცინცაძე (მეკარე, 2 მოგერიება), ერეკლე არსენაშვილი (4 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (3), თეიმურაზ ორჯონიკიძე (3), გიორგი ლაპიაშვილი (3), გიორგი არეშიძე (2), ირაკლი კბილაშვილი (2), ირაკლი გოგოლაძე (2), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), ხაზეინ რუსტამოვი (1), გუგა უთმელიძე (1), ზურაბ გოგვა, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი კაპანაძე, ვახტანგ ხელისუფალი.

ცნობისათვის, ევრო 2028-ის საგზურისთვის კონტინენტის 32 ნაკრები იბრძვის, ფინალურ ეტაპზე კი 24 საუკეთესო ითამაშებს. ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია — ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები — ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:

8 ნოემბერი, 18:00 | საქართველო – ავსტრია;

11 მარტი, 2027 | თურქეთი – საქართველო (დაწყების დრო უცნობია);

14 მარტი, 2027 | საქართველო – თურქეთი (დაწყების დრო უცნობია);

6 მაისი, 2027 | საქართველო – ნორვეგია (დაწყების დრო უცნობია);

9 მაისი, 2027, 20:00 | ავსტრია – საქართველო.

მსგავსი