ხელბურთი | საქართველოს ნაკრები დღეს ბუქარესტში ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფება, სადაც ეროვნული ნაკრების კვირეულის ფარგლებში CSM Bucuresti-ს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ამხანაგური შეხვედრებისთვის შემდეგ ხელბურთელებს უხმო:
მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (KS Azoty-Puławy, პოლონეთი); დავით ნიქაბაძე (ვოლგოგრადი, რუსეთი);
ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია); მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი); ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა ტურდა, რუმინეთი); გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია); ზურიკო სიმონია (ქუთაისი 2015); გიორგი არეშიძე (სტუ-პეგასი); დავით გრიშიკაშვილი (კოტბუსი, გერმანია); გიგა მელიავა (სტუ-პეგასი)
ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ჟენილი, ესპანეთი); ჰაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა); ზურაბ აბრამიშვილი (ბსბ); ირაკლი გოგოლაძე (ბსბ, ბათუმი); გიორგი ლაპიაშვილი (ბსბ); გიორგი დიხამინჯია (ლოვოსიცე, ჩეხეთი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც E ჯგუფში შვედეთს, ნიდერლანდებს და ბოსნია ჰერცეგოვონას დაუპირისპირდება.