ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისრაელთან დამარცხდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა და ანგარიშით 23:28 დამარცხდა.
საქართველო ჯგუფში ერთი მოგებითა და სამი წაგებით მეოთხე ადგილზე გავიდა და ტურნირზე მეხუთე/მერვე ადგილებისთვის ასპარეზობს. ხვალ, 13 აგვისტოს ჩვენი გუნდი მეშვიდე ადგილისთვის საბერძნეთს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ასპარეზობდა სლოვენიასთან, ლიეტუვასთან, ბოსნია ჰერცოგოვინასა და აზერბაიჯანთან ერთად.