ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიასთან დამარცხდა #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა მესამე მატჩი სლოვენიასთან ჩაატარა და ანგარიშით 14:30 დამარცხდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი ნაკრების ხელბურთელი დიანა არაბიძე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ასპარეზობს სლოვენიასთან, ლიეტუვასთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და აზერბაიჯანთან ერთად.

თამაშების განრიგი:

10 აგვისტო I 13:30 I საქართველო – ბოსნია ჰერცოგოვინა