ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დამარცხდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა მეოთხე მატჩი ბოსნია ჰერცოგოვინასთან ჩაატარა და ანგარიშით 20:38 დამარცხდა.
ჩვენი ნაკრები ჯგუფში ერთი მოგებითა და სამი წაგებით მეოთხე ადგილზე გავიდა და ტურნირზე მეხუთე/მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ასპარეზობდა სლოვენიასთან, ლიეტუვასთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და აზერბაიჯანთან ერთად.