ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომლის ფარგლებში 18, 19, 20 ივლისს – თურქეთის, ხოლო 24 და 25 ივლისს ირანის ნაკრებებს დაუპირისპირდება. თურქეთთან მატჩები თბილისში, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.
უკანახაზი: გიგა მელიავა, ლევან ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელები: შოთა თევზაძე, გიორგი ქობელაშვილი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.