ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა 30 აპრილს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სტუმრად უნგრეთი დაამარცხა (31:30) და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

გუნდურთან ერთად ინდივიდუალურ წარმატებას მიაღწია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც შესარჩევი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ცხოვრებაძემ შესარჩევის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარში 85-ჯერ დაარტყა და 42 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე ფინელი მაქს გრანლუნდი (40) გავიდა, მესამეზე კი – ნიდერლანდელი კაი სმიტსი (40).

ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 2024 წლის 10-დან 28 იანვარის ჩათვლით გერმანიაში ჩატარდება.