ხელბურთი | გაირკვა ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე თორმეტივე ნაკრების ვინაობა #1TSVPORT
ხელბურთი | გაირკვა ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე თორმეტივე ნაკრების ვინაობა #1TSVPORT

დასრულდა ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი ხელბურთში, რომელიც 12-14 მარტს პოდგორიცაში, მონპელიესა და ბერლინში გაიმართა.

ოლიმპიადის საგზური ნორვეგიამ, ბრაზილიამ, საფრანგეთმა, პორტუგალიამ, გერმანიამ და შვედეთმა გაიფორმეს.

ტოკიოში, ასევე იაპონია (მასპინძელი), დანია (მსოფლიო ჩემპიონი), არგენტინა (პანამერიკული თამაშების გამარჯვებული), ესპანეთი (ევროპის ჩემპიონი), ეგვიპტე (აფრიკის ჩემპიონი) და ბაჰრეინი (აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული) ითამაშებენ.