ხელახლა აღმოაჩინეს ბაყაყი, რომელიც 150 წლის წინათ გადაშენებულად მიაჩნდათ
ხელახლა აღმოაჩინეს ბაყაყი, რომელიც 150 წლის წინათ გადაშენებულად მიაჩნდათ

ინდოეთში ხელახლა აღმოაჩინეს უცნაური ბაყაყი, რომელიც მეცნიერებს 150 წლის წინათ გადაშენებულად მიაჩნდათ. ბაყაყი ხის ფუღუროებში მრავლდება და კვერცხებს საკუთარი თავკომბალების გამოსაკვებად დებს.

უკანასკნელი ჩანაწერები ჯერდონის ხის ბაყაყის შესახებ 1870 წელსაა გაკეთებული და მას შემდეგ, ეს სახეობა გადაშენებულად მიიჩნეოდა. მეცნიერებმა ის სამწლიანი კვლევა-ძიების შემდეგ ხელახლა აღმოაჩინეს.

50 სანტიმეტრის სიგრძის ბაყაყი დარჯილინგის რეგიონში პირველად ბრიტანელმა ზოოლოგმა თომას ჯერდონმა აღმოაჩინა და Polypedates jerdonii უწოდა.

თუმცა, ახალი კვლევების საფუძველზე ნათელი ხდება, რომ დიდი ხნით დაკარგული ამფიბია სრულიად ახალ გვარს მიეკუთვნება, რასაც Frankixalus jerdonii უწოდეს.

როგორც მეცნიერებმა შენიშნეს, ბაყაყი ბამბუკის ღეროს ღრუებსა და ხის ფუღუროებში იმალება.

მდედრი ბაყაყები კვერცხებს ხეების ფუღუროებში ჩარჩენილ წყალში დებენ, სადაც შემდეგ თავკომბალები იჩეკებიან. სანამ ისინი ბაყაყის სტადიას მიაღწევენ, მდედრები მათ საკუთარი გაუნაყოფიერებელი კვერცხებით კვებავენ. როგორც წესი, სხვა ბაყაყების თავკომბალები მცენარეთა ნარჩენებს ჭამენ.

ბაყაყის დნმ, კვების უცნაური ქცევა და ანატომია მიუთითებს, რომ სახეობა „იმყოფება ხის ბაყაყთა ღრმა ევოლუციურ სტადიაში“, – ამბობს ამფიბიათა ევოლუციის მკვლევარი ინეს ვან ბოჩლერი.

წყარო: National Geographic