ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ხავიერ სოლანა თავს უკეთ გრძნობს და მისი ჰოსპიტალიზაცია ექიმების რეკომენდაციით მოხდა.
როგორც ცნობილია, ხავიერ სოლანა 9 მარტს ესწრებოდა ღონისძიებას, რომელზეც ასევე იმყოფებოდა ესპანეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი.
77 წლის სოლანა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 1995-დან 1999 წლამდე მუშაობდა.