ხავიერ სოლანა - ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ მას ნატო-ში ვეღარ მივიღებთ
ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ მას ნატო-ში ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ესპანელი პოლიტიკოსის თქმით, მესამე მსოფლიო ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეალური კონფლიქტის თავიდან აცილება, რადგან ახლა ის რუსეთსა და უკრაინას შორისაა, მაგრამ როგორც კი კონფლიქტი გადავა ნატო-ს ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან, ის გადაიქცევა ბირთვულ კონფლიქტად და ჩვენ მესამე მსოფლიო ომის დონემდე ავალთ“, – აღნიშნა ხავიერ სოლანამ.