არგენტინის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მზად არის, „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი პარიზის ოლიმპიადაზე მიიწვიოს.
„ყველამ იცის ჩემი მეგობრობის შესახებ მესისთან. ისეთი ფეხბურთელი, როგორც ლეოა, ძალიან დაეხმარება ჩვენს გუნდს ოლიმპიადაზე. მაგრამ, ცხადია, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მასზე და გარემოებებზე“, – მოჰყავს ტელეკომპანია ESPN-ს მასკერანოს სიტყვები.
რამდენიმე დღის წინ არგენტინის ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი სამხრეთ ამერიკის ზონაში და 2024 წლის ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
რეგლამენტის მიხედვით, ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მონაწილეებს შეუძლიათ, განაცხადში შეიყვანონ სამი ფეხბურთელი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
პარიზის ოლიმპიადა 26 ივნისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.