ხავიერ კოლომინა - ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია, ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას
ხავიერ კოლომინა - ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია, ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას

ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას.

„ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“, – აცხადებს ხავიერ კოლომინა.

მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.